ვესტა ბროწეულა იყიდება მიწის ნაკვეთი ფართით 1100 მ2 ბროწეულაში (62-ე ქუჩა, ე.წ. რადიო ქარხნის დაჩები). არის სწორი მართკუთხედი ფორმის გამწვანებული, შემოღობილია, ჭიშკარი, მანქანის გასაჩერებელი. ახლოს არის ტყე და მდინარე. სოფელში არის შუქი (აბონენტი დარეგისტრირებულია), გაზი (საჭიროა აბონენტის რეგისტრაცია), სარწყავი წყალი ნაკვეთზე, ნაკვეთამდე მისასვლელი გრუნტიან-ხრეშიანი გზა. ყველა საბუთი სუფთა და წესრიგშია. არა გააჩნია დატვირთვა ან ბანკის ვალდებულება. ნაკვეთი მდებარეობს კარგ ლოკაციაზე, თბილისის შემოვლით გზასთან და კახეთის ავტობანთან ახლოს, ახლო მომავალში მიუერთდება თბილისს. სოფელში არიან მუდმივი მაცხოვრებლები. ნაკვეთზე განთავსებულია ძველი აშენებული კოტეჯი.